Friday, January 3, 2014

დაგვრჩა ...

დაგვრჩა  ბუკლეტების დამზადება ისტ-ის მასწავლებლის დახმარებით და პრეზენტაცია პარალელურ კლასთან. თუმცა არდადეგები დაიწყო და დროებით შევჩერდით. 

დაგვეხმარა ხელოვნების მასწავლებელი




უკვე დამთავრებული მაკეტები





















პროექტის განცორციელება














დავიწყეთ პროექტის გამხორციელება.







Thursday, December 12, 2013

პროექტი : „Pear tree farm” ფერმის მაკეტი;


1.      პროექტის სახელწოდება:    Pear tree farm”  ფერმის მაკეტი;


2.      პროექტის მთავარი იდეა : შეიქმნება ფერმის მაკეტი და ბუკლეტები

 ცხოველების შესახებ;
3.    პროექტის აქტუალობა:   ბავშვები მოიძიებენ, გადაიღებენ ან დახატავენ, გამოჭრიან საჭირო ფიგურებს და ცხოველებს. გამოიყენებენ უკვე ნასწავლ სიტყვებს, ფრაზებს და  ზედსართავ სახელებს შედარებით ხარისხში;
   4.  პროექტის მიზნები: ბავშვები ინგლისურ ენაზე   გააკეთებენ  თემის შეჯამებას, გამოიყენებენ ყველა ნასწავლ ფრაზას და სიტყვას.
5.      მოსწავლეთა ასაკი:  V კლასი;
6.      ვადები / ხანგრძლივობა:  1 თვე;
7.      მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  ფერმის მაკეტი - ფერმაში ბინადარი ცხოველებით, შენობებით, ხალხით რომლებიც მუშაობს ფერმაში. ასევე გაკეთდება პატარა ბუკლეტები,  სადაც შეტანილი იქნება თითოეული  ცხოველის შესახებ ინფორმაცია  - ფერი, ზომა, საკვები, რა სარგებლობა ადამინისთვის და ა.შ;
8.      პროექტისთვის საჭირო ძირითადი  რესურსები:  მუყაოს ან ხის დაფები მაკეტის დასადგმელად, ფერადი მუყაოები, ფერადი ფურცლები, საღებავები, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები ან მარკერები, სტეპლერი, წებო, სათვლელი ჩხირები, კომპიუტერი, პროექტორი, ფოტო აპარატი და ფოტოები;
9.      პროექტის მსვლელობა: ბავშვები დაიყოფა ჯგუფებად. 27 მოსწავლე - 5 ჯგუფი. მუყაოს დაფას მისცემენ საჭირო ფორმას და ფერს, მოსწავლეები გადაიღებენ, მოაგროვებენ და გამოჭრიან ცხოველთა ფოტოებს და შექმნიან მათ მაკეტებს. დააკრავენ და დაამაგრებენ დაფაზე.  დახატავენ  ან სხვადასხვა ფიგურებით ააწყობენ და გამოჭრიან ფერმის შენობებს - ბეღელს და საჯინიბოს, რომლებსაც ასევე დააკრავენ დაფაზე.  მოაგროვებენ ან ფგაიხსენებენ ნასწავლ ინფორმაციას იმ ხალხის შესახებ, რომლებიც შეიძლება მუშაობდეს ფერმაში და შექმნიან მათ მაკეტს. მოაგროვებენ ინფორმაციას შინაურ  ცხოველთა შესახებ და შექმნიან ბუკლეტებს ფერად ფურცლებზე შინაური ცხოველების შესახებ; თითოეული ამ აქტივობის შესრულების დროს ბავშვები საუბრობენ ინგლისურ ენაზე და  გადავიღებთ ფოტო,  ვიდეო მასალას, რომლებსაც პეზენტაციის სახით წარმოუდგენთ პარალელურ კლასებს.
10.  საგნებთან/ საგანობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ისტ, ხელოვნება, ბუნება;
11.  პროექტის ხელმძღვანელი:  თამარ პაპაშვილი;
12.  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  tt.papashvili@gmail.com
13.  პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი: http://ttaammoo.blogspot.com/